ენ-ნესირის დრო ხვალამდე აქვს…
იუვენტუსი იუსეფ ენ-ნესირის საბოლოო პასუხის მოლოდინშია.
ტურინულ გრანდსა და ფენერბაჰჩეს შორის ტრანსფერის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია და ორივე გუნდი ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
Tuttomercato-ს ცნობით, მოროკოელი იუვენტუსში თამაშის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მას ფენერბაჰჩეს საბოლოოდ დატოვება უნდა, რაც სიტუაციას ართულებს. 28 წლის ფორვარდს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალამდე აქვს, რის შემდეგაც იუვე მის ტრანსფერზე მუშაობას შეწყვეტს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
