TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ელმასი:“ იუვენტუსი იტალიაში საუკეთესო გუნდია, წინ რთული მატჩი გველოდება“

ნაპოლის ყოფილმა და ამჟამად ლაიფციგის ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, თუმცა მათ შორის გამოსარჩევი იუვენტუსია, ბიანკონერი იტალიის საუკეთესო გუნდია. მათ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, თუ რამდენად ძლიერები არიან ტურინელები.

„მათ დაცვაში თამაში შესანიშნავად შეუძლიათ და ეს ამ სეზონის სტარტზეც დაამტკიცეს, შეტევაში კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ნებისმიერ ფეხბურთელს ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. იუვე სრულყოფილი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქომაგების წინ კარგი მატჩის ჩატარება გვინდა.

„სხვაობა იტალიურ და გერმანულ ფეხბურთს შორის ? გერმანიაში მეტად ფიზიკური, შეტევაზე ორიენტირებული თამაშია, იტალიაში კი პრიორიტეტი დაცვას, ტაქტიკურ ასპექტს და ბურთის ფლობას ეთმობა. ორივე ჩემპიონატი ძალიან ძლიერია და ევროპის ტოპ ხუთეულში ადგილი დამსახურებულად უკავიათ.

„მოტა ? მან ბოლონიაში შესანიშნავი შედეგები დადო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. მისი იუვე ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

„ვლაჰოვიჩი და შეშკო ? განსხვავებული, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელები. ბენი უფრო ტექნიკურია, ვლაჰოვიჩს კი შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს.“