TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ელკანსა და ტუდორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა…

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელს ჯონ ელკანსა და იგორ ტუდორს შორის ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა.

წყაროს ცნობით, ელკანმა ტუდორი დაარწმუნა, რომ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის ახალ მწვრთნელს არ ეძებს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელობა ტუდორის მუშაობას მსოლიო ჩემპიონატზე შეაფასებს და დიდია ალბათობა, იგორი მომდევნო სეზონში ტურინული გრანდის სათავეში დარჩეს.

error: დაცული კონტენტი !