ელკანმა გუნდის ლიდერების შესაძლო გაყიდვას ვეტო დაადო
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას არც კი განიხილავს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრემერის, ტურამის, ლოკატელის, გატის, კამბიაზოსა და ილდისის შესაძლო გაშვებას ვეტო პირადად ჯონ ელკანმა დაადო.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელი ამ ფეხბურთელებს გუნდის ბირთვად მოიაზრებს და მათ მიერ მიღებული წინადადებები არც კი განიხილება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)