ელკანი იუვენტუსის გაყიდვას განიხილავს
იტალიური გმაოცემა TopCalcio24-ის ინფორმაციით, ჯონ ელკანი იუვენტუსის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ცნობით, Exor-ის რთული ფინანსური სიტუაციისა მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების აქციების, მათ შორის Ferrari-ს გაუფასურების ფონზე, ელკანი იუვენტუსის გაყიდვას განიხილავს, რადგან ტურინული გრანდი უკვე დიდი ხანია ნეგატიურ ბალანსს აფიქსირებს და წლიდან წლამდე ახალი კაპიტალის ჩადებას ითხოვს.
ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია გავლენიან წყაროებს არ დაუდასტურებიათ. იუვენტუსის აქციონერების შეხვედრა ნოემბერშია ჩანიშნული და დიდი ალბათობით ამის შემდეგ გახდება ცნობილი, აპირებს თუ არა ელკანი იუვენტუსის გაყიდვას და გუნდში ანიელების 100-წლიანი ისტორიის დასრულებას…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
