ელკანი იუვენტუსის გაყიდვას არ აპირებს
იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, ბოლო ცნობები, რომ ჯონ ელკანი იუვენტუსის გაყიდვას აპირებს სიმართლეს არ შეესაბამება.
წყაროს ცნობით, ნოემბერში აქციონერების გასამართ შეხვედრაზე ელკანი დამიენ კომოლის დაწინაურებას დაუჭერს მხარს და გუნდის გაყიდვის თაობაზე არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს.
ნიკოლინოს თქმით, კულისებს მიღმა ანდრეა ანიელი იუვენტუსში დაბრუნებაზე მუშაობს, თუმცა ეს შორეულ პერსპექტივაში განიხილება და უახლოეს პერიოდში გუნდის მფლობელობაში ცვლილებები არ იგეგმება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
