TuttoJuve

Juve per sempre sarà

ედერსონმა იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ატალანტას ნახევარმცველმა ედერსონმა ტურინულ გრანდში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

სანდრო ტონალის ტრანსფერის საბოლოოდ ჩაშლის შემდეგ, ვინც ნიუკასლში დარჩენა გადაწყვიტა, ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობას შეუდგა და პრიორიტეტი სწორედ ედერსონი გახლავთ.

წყაროს ინფორმაციით, ატალანტა ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 55-60 მილიონს ითხოვს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

71 views
error: დაცული კონტენტი !