ედერსონი იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა
იუვენტუსი ატალანტას ფეხბურთელის ედერსონის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და Tuttosport-ის ინფორმაციით, ატალანტას ბრაზილიელი ფეხბურთელი იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნეა.
ედერსონის მიმდინარე კონტრაქტი ატალანტასთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ სეზონის ბოლოს ლა დეას მისი შედარებით იაფად, დაახლოებით 30-35 მილიონად გაყიდვა მოუწევს.
წყაროს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ ედერსონის შესაძლო ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და ის ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
