დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერს მაკკენი ბლოკავს…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერს ამ მომენტისთვის უესტონ მაკკენი ბლოკავს.
წყაროს ცნობით, ინგლისურ გუნდსა და ამერიკელ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რაც ბრაზილიელის იუვენტუსში ტრანსფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ინგლისელებსა და მაკკენის შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ასტონ ვილას იმედი აქვს, ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება, რადგან ფინანსური Fair Play-ს გამო მათ ფეხბურთელის გაყიდვა 30 ივნისამდე სურთ.