TuttoJuve

Juve per sempre sarà

იანვარში დრაგუშინის იუვენტუსში ტრანსფერი გამოირიცხა

იუვენტუსი გლეისონ ბრემერის შემცვლელის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტოტენჰემის რადუ დრაგუშინი გახლდათ, თუმცა მისი ტურინში დაბრუნება იანვარში ფაქტობრივად გამოირიცხა.

რუმინელი მცველი ბოლო პერიოდში ტოტენჰემის ძირითადი შემადგნელობის წევრი გახდა, ამიტომ ლონდონური გუნდი მის გაშვებას ზამთარში აღარ განიხილავს.

იუვენტუსი ალტერნატიული სამიზნეების ძიებას აგრძელებს და ამ მომენტისთვის კრისტიანო ჯუნტოლის ფავორიტი ინტერის ყოფილი მცველი მილან შკრინიარია.

37 views
error: დაცული კონტენტი !