დორტმუნდთან მატჩში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა
იუვენტუსმა გუშინდელ მატჩში თითქმის შეუძლებელი შეძლო, ბოლო წამებზე 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა.
სტატისტიკური გამოცემა Opta-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 2-ბურთიანი სხვაობა 94-ე წუთის შემდეგ აღმოფხვრა და ქულა მოიპოვა.
ამის გარდა, გუშინდელი მატჩი გახლდათ მეორე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელშიც მეორე ნახევარში 8 გოლი გავიდა. აქამდე იგივე მაჩვენებელი 2024 წელს, ბაიერნსა და ზაგრების დინამოს მატჩში დაფიქსირდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
