TuttoJuve

Juve per sempre sarà

დორტმუნდმა იუვენტუსს ადეიემის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი კარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ამ მომენტისთვის 22 წლის ფეხბურთელის ხილვა ტურინული გრანდის რიგებში რთული წარმოსადგენია.

Sky Sport-ის ინფორმაციით, გერმანელმა ფეხბურთელმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ პრობლემა დორტმუნდის მიერ მოთხოვნილი 45-50 მილიონი ევროა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა იუვენტუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

31 views
error: დაცული კონტენტი !