TuttoJuve

Juve per sempre sarà

დორტმუნდმა იუვენტუსს ადეიემის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი დორტმუნდის ფეხბურთელის კარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა მისი გაფორმება ტურინულ გრანდს არც თუ ისე იაფი დაუჯდება.

ბიანკონერი ფედერიკო კიეზასა და მატიას სულეს გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, მათი ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელი კი სწორედ დორმტუნდის ფეხბურთელი გახლავთ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დორტმუნდი 22 წლის ტალანტის გაყიდვას 30-35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, რისი გადახდაც კიეზა-სულეს გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

33 views
error: დაცული კონტენტი !