TuttoJuve

Juve per sempre sarà

დორტმუნდის ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი შეტევის ფლანგების გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სასურველი ფეხბურთელების სიას ამჯერად დორტმუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიმ ადეიემი შეემატა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გერმანელები 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა დორტმუნდის ინტერესი დინ ჰეისენის მიმართ ახალი არავისთვის არის და დიდია ალბათობა, მხარეებმა ფეხბურთელების ბარტერი განიხილონ.

იუვენტუსის პრიორიტეტად ამ მომენტისთვის ჯეიდონ სანჩო რჩება, თუმცა მომდევნო კვირებში ადეიემი შესაძლოა ბიანკონერის მთავარი სამიზნე გახდეს.

31 views
error: დაცული კონტენტი !