დორტმუნდის დირექტორი:“ ტურინში დიდებული მატჩი ვიხილეთ, იუვენტუსთან ქულა კარგი შედეგია“
დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა იუვენტუსთან მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ორმა გუნდმა დიდებული მატჩი ჩაატარა და ფეხბურთის მოყვარულებს დაუვიწყარი მეორე ტაიმი აჩუქა. ეს იყო ნამდვილი შოუ, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრება.
„რა თქმა უნდა, ბოლო წუთებზე გამარჯვების ხელიდან გაშვება სამწუხარო იყო, მაგრამ იუვენტუსთან ქულის მოპოვება პოზიტიური შედეგია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში და მათთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
