დორგუ იუვეს სატრანსფერო სიაში დაბრუნდა
იტალიური მედიის ცნობით, ხუან კაბალის ტრავმის ფონზე, ბიანკონერი იანვარში ფლანგის მცველის გაფორმებას გეგმავს და იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე პატრიკ დორგუ იქნება.
ლეჩეს ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის სატრანსფერო სიაშია და Tuttomercato-ს ცნობით, ჯუნტოლი მის გაფორმებას იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება.
პრობლემა ლეჩეს მიერ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20-25 მილიონი ევროა, თუმცა ბიანკონერი სატრანსფერო ფანჯრის დაფინანსებას რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით, ასევე იტალიის სუპერ თასიდან მიღებული თანხებით ეცდება.