დონარუმა:“ ბოდიშის მეტი არაფერი გვეთქმის“
იტალიის ნაკრების კაპიტანმა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აძურის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯიჯო დონარუმამ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი ქომაგებისთვის ბოდიშის მოხდის მეტი სათქმელი არაფერი გვაქვს.
„იტალიის ნაკრებისგან ასეთი თამაში მიუღებელია. მეტოქემ ორივე ტაიმში გვაჯობა, ჩვენ ძალიან ცუდად ვთამაშობდით და ეს არის რეალობა, რომლის მიღება გვიწევს.“