TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დიბალა რომას ტოვებს, ჯალოროსი კიეზაზე ფიქრობს

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი პაულო დიბალა რომას დატოვებასთან ახლოს არის, არგენტინელი შემტევი დიდი ალბათობით არაბეთში გადაბარგდება, რაც ჯალოროსის დანიელე დე როსის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის ფედერიკო კიეზას გასაფორმებლად საჭირო ფინანსურ რესურსს მისცემს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, რომასა და კიეზას აგენტს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და თუ აქამდე ფედერიკო ჯალოროსის რიგებში გადასვლას სკეპტიკურად უყურებდა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

პრობლემა ამჯერადაც კიეზას მოთხოვნილი ხელფასია, თუმცა თუ ის წლიურად 4.5-5 მილიონ ევროს დათანხმდება, რომას ამ თანხის გადახდა არ გაუჭირდება.