TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი ნატალე:“ სპალეტი იუვენტუსისთვის სწორი არჩევანია“

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ტოტო დი ნატალემ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იუვენტუსსაც შეეხო.

„სპალეტი იუვენტუსში ? როგორც წესი, სპალეტის დონის მწვრთნელები გუნდის შუა სეზონში ჩაბარებას და ხანმოკლე კონტრაქტის გაფორმებას ერიდებიან, მაგრამ როდესაც იუვენტუსი გირეკავს, მათთვის უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია.

„ლუჩიანო შესანიშნავი სპეციალისტია, ის თავისი გამოცდილებითა და თანამერდოვე საფეხბურთო ხედვით იუვენტუსს აუცილებლად დააბრუნებს იქ, სადაც მათი ადგილია.

„იუვენტუსის შეტევის ხაზი ? ვლაჰოვიჩს, დავიდსა და ოპენდას ერთად მინიმუმ 60 გოლის გატანა შეუძლიათ, მათ ამის ხარისხი ნამდვილად აქვთ, თუმცა ადაპტაციისთვის და ფეხბურთელებს შორის საჭირო ქიმიის შესაქმნელად დროა საჭირო. ვფიქრობ, იუვენტუსს სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი ჰყავს.

„ვინ უნდა იყოს სასტარტო ფორვარდი ? ვლაჰოვიჩი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, დუშანი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია.

„ილდისი ? კენანი სპალეტის ფეხბურთისთვის იდეალურია, დინამიორი, ჭკვიანი და ტექნიკური. ის ლუჩიანოსთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !