დი მარციო: კონტე ნაპოლის ტოვებს, პარტენოპეი ალეგრისთან შეთანხმებას ცდილობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ანტონიო კონტე ნაპოლის ტოვებს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტის წასვლა პარტენოპეის რიგებიდან უკვე გადაწყვეტილია და აურელიო დე ლაურენტისი მისი შემცვლელის გაფორმებაზე აქტიურად მუშაობს.
დი მარციოს ცნობით, ნაპოლი მოლაპარაკებებს მაქს ალეგრისთან აწარმოებს და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.
Antonio #Conte e il @sscnapoli verso la separazione. La scelta degli azzurri per la panchina è Massimiliano #Allegri: si prova a chiudere subitohttps://t.co/JNgKZ6QB8M
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) May 25, 2025