დი მარციო:“ კონტე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს“
როგორც უკვე მოგახსენეთ, ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურნეტისს შორის შეხვედრა დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იტალიელი სპეციალისტის თაობაზე მიღებული ჯერ არ არის.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კონტემ შეხვედრაზე გუნდის პრეზიდენტისგან გარკვეული გარანტიები მიიღო, რომ ნაპოლი ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს და შემადგნელობას საგრძნობლად გააძლიერებს.
წყაროს ინფორმაციით, კონტემ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.