TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლივიო:“ ვლაჰოვიჩი მოტასთან ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდება, 60 მილიონი კოპმეინერსში ?…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ანჟელო დი ლივიომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი ? ვფიქრობ, რომ ის დიდებული ფორვარდია, მას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. მჯერა, ტიაგო მოტასთან ერთად ის იმ დონეზე ითამაშებს, რომელსაც ფიორენტინაში აჩვენებდა რა რის გამოც იუვენტუსმა მასში დიდი თანხა გადაიხადა.

„ილდისის 10 ? ვფიქრობ, იუვენტუსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კენანი თავისი ნიჭითა და მოძრაობით დელ პიეროს ახალგაზრდობას მაგონებს.

„კოპმეინერსი ? მე არ მომწონს, თუ როგორ იქცევა ატალანტასთან მიმართებაში. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 60 მილიონი გადაჭარბებულია.“