დი გრეგორიომ 2 ინგლისური გრანდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსში რჩება
Tuttosport-ის ინფორმაციით, გასულ კვირებში მიკელე დი გრეგორიოს მიმართ ინტერესი ლივერპულმა და მანჩესტერ სიტიმ დააფიქსირეს.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა იტალიელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა მიკელემ მოლაპარაკებების დაწყებაზეც კი უარი თქვა.
დი გრეგორიოს პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, ბიანკონერი კი იტალიელის გაყიდვას არც კი განიხილავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)