დი გრეგორიო:“ სკუდეტო ? ჩვენ ამ სიტყვის არ უნდა გვეშინოდეს, იუვენტუსში ყოფნა ტიტულებისთვის ბრძოლას გავალდებულებს“
ლუჩიანო სპალეტის წინ, იუვენტუსი – სპორტინგის მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიკელე დი გრეგორიომ ისაუბრა.
„როგორ ფორმაში ხვდება გუნდი ხვალინდელ მატჩს ? 2 გამარჯვების შემდეგ გასახდელში გაცილებით პოზიტიური ატმოსფეროა, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გველოდება.
„გასულ დღეებში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ. ვიცით, რომ გასულ კვირებში ისე არ ვთამაშობდით, როგორც იუვენტუსს შეფერება, ჩვენ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება.
„კოპმეიენრსი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, სერიოზული პროფესიონალი. კრემონეზესთან მან მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, თუმცა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
„სპალეტის საუბრები სკუდეტოზე ? მისტერ სპალეტი ამბიციურია, როგორც თითოეული ჩვენგანი. ჩვენ ამ სიტყვის არ უნდა გვეშინოდეს, იუვენტუსის მაისურის ტარება ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიშნავს.
„პირველი დღეები სპალეტისთან ? დატვირთული გრაფიკის გამო ჩვენ ნორმალურად ვარჯიშის საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ სპალეტიზე მისი კარიერა ნებისმიერ სიტყვაზე ხმამაღლა საუბრობს.
„ჩემპიონთა ლიგა ? ეს გამორჩეული ტურნირია, რომელსაც დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. ჩვენი მიზანი მაქსიმალურად შორს გასვლაა და ვიცით, რომ ამისთვის ნებისმიერ მატჩში ბოლომდე დახარჯვა გვმართებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
