TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო იტალიის ნაკრებში გამოიძახეს

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსის კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიო იტალიის ნაკრების მომდევნო მატჩებში აძურის განაცხადში იქნება.

სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერისთვის ეს იტალიის ძირითად ნაკრებში პირველი გამოძახება იქნება, მას აქამდე მხოლოდ ასაკობრივ გუნდებში უწევდა თამაში.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი ერთა ლიგაზე 10 ოქტომბერს ბელგიას, 14 ოქტომბერს კი ისრაელს დაუპირისპირდება.