TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ მეოთხე ადგილი იუვენტუსისთვის საკმარისი არ არის“

იუვენტუსის კარის დარაჯმა მიკელე დი გრეგორიომ ვენეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ აქ თამაში მარტივი არ იქნებოდა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ჩვენ ძალიან ბევრი შრომა მოგვიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით.

„საერთო ჯამში რთული სეზონი გამოდგა, ჩვენ გარკვეული ჩავარდნები გვქონდა, გამოვიარეთ სირთულეებით სავსე გზა, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს.

„ვიცით, რომ იუვენტუსში მეოთხე ადგილით ბედნიერები ვერ ვიქნებით და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და მომდევნო სეზონში კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ.

„შესნის შემცვლელი ? ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა დონის მეკარეა ტეკი. მე აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას მომავალშიც შევძლებ.“

error: დაცული კონტენტი !