TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ იუვენტუსში განვითარებისთვის და ტიტულების მოგებისთვის ყველაფერი გაქვს…“

იუვენტუსის ახალწვეულმა მიკელე დი გრეგორიომ პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში, მინდა მონცას დიდი მადლობა გადავუხადო, სწორედ მათი ნდობისა და მოცემული შანსის დამსახურებაა, რომ მე ახლა აქ ვარ.

„იუვენტუსში ყველაფერი დიდებულია, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და გარემო, აქ ფეხბურთელს განვითარებისთვის და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლისთვის ყველაფერი აქვს.

„რატომ იუვე ? იუვენტუსის წინადადების მიღების შემდეგ სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარი ვთქვი. მე გუნდს სიტყვა მივეცი და შევასრულე კიდეც. მე აქ ჩემმა დაუღალავმა შრომამ მომიყვანა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, მე იუვენტუსთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მინდა.

„იუვენტუსში უამრავ დიდებულ კიპერს უთამაშია და ჩემი მიზანი ბიანკონერის რიგებში მათი დანატოვარის გადაფარვაა.

„რას ითხოვს ჩემგან მოტა ? მწვრთნელი მეკარეებისგან უფრო მეტ ჩართულობას ითხოვს. ფეხბურთი ბოლო წლებში შეიცვალა, ახლა კომბინაციებში კიპერების როლი ძალიან დიდია და მე ასეთ სტრუქტურაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

„კონკურენცია ? ჩემი აქ მოსვლის დღიდან ჩვენ ძალიან კარგი ურთერთობა გვაქვს. მიხარია, რომ ასეთი პროფესიონალების გვერდით მიწევს თამაში, მაღალი კონკურენცია თითოეულ ჩვენგანს განვითარებისკენ უბიძგებს.

„ჩემი კუმირი ? ბუფონი, მაგრამ უნდა ვახსენო ჰანდანოვიჩიც, მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს.“