დი გრეგორიო:“ ჩვენ იუვენტუსი ვართ და აქ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს“
იუვენტუსის კიპერმა მიკელე დი გრეგორიომ პარმასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პროგრესი სპალეტის მოსვლის შემდეგ ? დიახ, ეს აშკარაა, ჩვენ ბოლო კვირებში ძალიან მოვუმატეთ და დღეს ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ლუჩიანომ გუნდში ახალი მენტალიტეტი მოიტანა, ის ჩვენგან ყოველთვის აქტიურობას და დომინაციას ითხოვს.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მწვრთნელის დახმარებით, ამ პოტენციალის გამოყენებას შევძლებთ. არ გვაქვს უფლება, მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ და აქ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
