დევიდს ინგლისში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
იტალიური მედიის ცნობით, ჯონათან დევიდის მსურველთა სიას ტოტენჰემი შეუერთდა.
კანადელი ფეხბურთელის ადაპტაციის პერიოდი იუვენტუსში არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება, მის აქტივში ამ მომენტისთვის იუვენტუსის რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ კანადელმა ფეხბურთელმა მომდევნო კვირებში სათამაშო ხარისხი არ გამოასწორა, იუვენტუსი იანვარში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
დევიდი გასულ კვირებში ბაიერნსა და ჩელსისაც დაუკავშირეს. ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
