TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდისთვის იუვენტუსი და ინტერი იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს ჯონათან დევიდის ტრანსფერში კონკურენციას ინტერი გაუწევს.

კანადელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება სურს, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, 24 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას ინტერიც აპირებს.

არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე გუნდი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარშივე შეეცადოს, ლილს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს და ზაფხულში კონკურენციის თავიდან არიდებას ეცადოს…