TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდის ტრანსფერისთვის კონკურენცია სულ უფრო იზრდება

იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა კანადელი ფეხბურთელის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება, რაც მის გაფორმებას საგრძნობლად ართულებს.

დევიდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი სახელი გასულ კვირებში არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს.

Sky Sport-ის ცნობით, დევიდის მსურველთა სიას ბაიერნი შეუერთდა, რეკორდმაისტერებმა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და არ არის გამორიცხული, მისი გაფორმება იანვარში სცადონ.

error: დაცული კონტენტი !