დევიდი შესაძლოა ტონალის ტრანსფერში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯონათან დევიდის დახმარებით იუვენტუსმა შესაძლოა მთავარი სატრანსფერო სამიზნის – სანდრო ტონალის გაფორმება შეძლოს.
ნიუკასლი დევიდის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდა და მის უფასოდ გაფორმებას ცდილობდა, თუმცა მაშინ კანადელმა ფორვარდმა იუვენტუსში თამაში არჩია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიუკასლი დევიდის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და მისი გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება. კანადელი 25-30 მილიონად არის შეფასებული და მისი ტრანსფერში ჩართვა ტონალის ფასს საგრძნობლად შეამცირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
