TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდი:“ იმედი მაქვს, სეზონს მინიმუმ 25 გოლით დავასრულებ“

რუმინეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელშიც ჯონათან დევიდმა თავი გოლით გამოიჩინა, კომენტარი გააკეთა და იუვენტუსის შესახებაც ისაუბრა.

„იუვენტუსში ადაპტაცია ძალიან კარგად მიდის. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ნებისმიერ ტურნირზე ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

„კარგი სტარტი ? ფორვარდისთვის სეზონის გოლით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები, სეზონი მინიმუმ 25 გოლით დავასრულო, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა და ამისთვი ყველაფერს გავაკეთებ.

„დუეტი ვლაჰოვიჩთან ? ვფიქრობ, მე და დუშანს ერთად თამაში შეგვიძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

455 views
error: დაცული კონტენტი !