დეივიდი:“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ვიქნები“
ლილის ფორვარდმა ჯონათან დეივიდმა, ვის მიმართაც იუვენტუსი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს დაადასტურა, რომ ლილთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
„სეზონის ბოლოს მე თავისუფალი აგენტი გავხდები და ჩემს მომავალთან დაკავშირებით კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებ.“
კანადელი ფორვარდის უფასოდ გაფორმებას იუვენტუსის გარდა არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის მილანი და ინტერი ცდილობენ.