დევიდი:“ რატომ იუვე ? არჩევანის გაკეთება მარტივი იყო“
იუვენტუსმა ჯონათან დევიდის პრეზენტაცია გამართა, რის შემდეგაც კანადელმა ფორვარდმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„იუვენტუსის დონის და მნიშვნელობის გუნდში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია, გუნდში გატარებულმა პირველმა დღეებმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა და სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
„იუვენტუსში გადმოსვლამდე მე რჩევა არაერთ ადამიანს ვკითხე, რის შემდეგაც არჩევანის გაკეთება ძალიან გამიადვილდა.
„ტუდორი ? პირველი შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ ჩემი პოზიცია და მოლოდინები, რომლებიც მწვრთნელს ჩემგან აქვს.
„სერია ა ? ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, აქ გოლების გატანა უფრო რთულია, მაგრამ მე ეს ვერ შემაჩერებს და მჯერა, გუნდს ჩემი შედეგიანობით დავეხმარები.
„ნომერი ? მე 30-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ, ეს მამაჩემის დაბადების დღე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნომერია.
„ჩემი პოზიცია ? მე სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ თავს ყველაზე კომფორტულად ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ვგრძნობ.
„რატომ იუვე ? ეს ძალიან დიდი ისტორიისა და ამბიციების მქონე გუნდია, მინდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გავხდე და იუვენტუსში ამის შესაძლებლობა მექნება.
„ამბიციები ? მე აქ მოვედი იმისთვის, რომ იუვენტუსი კუთვნილ ადგილას დავაბრუნო და ტიტულები მოვიგო, ჩვენ ერთად ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)