TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდი:“ გოლის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა“

ჯონათან დევიდმა ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს რთული შეხვედრა გახლდათ. დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომელიც მაღალი პოზიციებისთვის იბრძვის. ჩემი გოლი საჭირო დროს გავიდა, ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მოგვცა, ჩვენ არაერთი მომენტი შევქმენით, თავს კარგად ვიცავდით და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც გოლზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

„ქომაგების მხარდაჭერა ? სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ გამიგია, რადგან სრულიად მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ქომაგების გვერდში დგომა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია, მე ამას ძვირად ვაფასებ.

„სპალეტი ? ის თითოეული ჩვენგანისგან მაქსიმუმს ითხოვს, რაც ძალიან გვეხმარება. მე ახალ ქალაქთან, ახალ ფეხბურთთან და გუნდთან ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა, მაგრამ მწვრთნელისგან ნდობას ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ძალიან დამეხმარა. სპალეტიმ ჩვენ ნათელი იდეები და ტაქტიკა მოგვიტანა, მე ჩემი თანაგუნდელები უფრო კარგად გავიცანი, რაც რაც მოედანზე კარგად ჩანს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !