TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დეშამი:“ ჩავიბარებ თუ არა იუვეს ? გამორიცხული არაფერია“


„ჩავიბარებ თუ არა იუვენტუსს მომავალში ? იუვენტუსს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ახლა მათ ჩემი ყოფილი თანაგუნდელი იგორ ტუდორი ხელმძღვანელობს, ვისთანაც ხშირად ვსაუბრობ.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ერთი რამ ვიცი, ნაკრების დატოვების შემდეგ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, ამიტომ გამორიცხული არაფერია.

„შემცვლის თუ არა ზიდანი ნაკრებში ? ზიზუს დიდებული სამწვრთნელო კარიერა აქვს და ის ლეგიტიმური კანდიდატია.

„კოლო იუვეში ? მან ტურინში გატარებულ 5 თვეში ძალიან კარგად ითამაშა და ახლა იუვენტუსის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა მისი შენარჩუნება.“

error: დაცული კონტენტი !