TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელა ვალემ იანვარში იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და ვფიქრობ, ჯუნტოლი მინიმუმ 2 ფეხბურთელს გაიფორმებს.

„კრისტიანო პირველ რიგში არკადიუშ მილიკის სიტუაციას აკვირდება და თუ პოლონელმა დეკემბრამდე მოედანზე დაბრუნება ვერ შეძლო, იუვენტუსი იანვარში ფორვარდს გაიფორმებს.

„ფორვარდის გარდა, ჯუნტოლის გუნდის დაცვის გაძლიერება სურს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იანვარში იუვენტუსმა ბევრი ფული დახარჯოს. სავარაუდოდ, ბიანკონერი იჯარაზე იმუშვებს.“

26 views
error: დაცული კონტენტი !