დელა ვალე:“ ვლაჰოვიჩი იუვენტუსში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ იუვენტუსში დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა.
„ვლაჰოვიჩის ტურინში დარჩენა გამორიცხული არ არის, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
„სერბ ფეხბურთელს იუვენტუსში დასარჩენად ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს, რაზეც მან უარი არაერთხელ განაცხადა.
„კომოლი ვლაჰოვიჩთან საერთო ენის გამონახვას ეცდება, მაგრამ ამ მომენტისთვის დუშანის დარჩენა რთული წარმოსადგენია.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)