დელა ვალე:“ იუვეს დევიდის ტრანსფერის დახურვა უახლოეს დღეებში სურს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ ჯონათან დევიდის იუვენტუსში ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა.
„დამიენ კომოლი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ამ მომენტისთვის ჯონათან დევიდი გამოკვეთილი ფავორიტია.
„იუვენტუსს კანადელი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის დაწყებამდე სურს.
„დევიდმა აგენტებს უკვე ღიად დაუფიქსირა, რომ იუვენტუსში თამაში სურს, პრობლემა კვლავ აგენტის მიერ მოთხოვნილი 15 მილიონია, მაგრამ კანადელის სურვილის წინააღმდეგ აგენტი ვერ წავა, ამიტომ მოთხოვნილი თანხის შემცირება მუწევს.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)