TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიეროს იუვენტუსში დაბრუნება ჯერჯერობით არ განიხილება…

დელ პიეროს ბოლო ინტერვიუს შემდეგ (იხილეთ აქ) იუვენტუსის ქომაგებს გაუჩნდათ იმედი, რომ ლეგენდარული კაპიტანი ტურინული გრანდის რიგებს დაუბრუნდებოდა, თუმცა ამ მომენტისთვის გუნდსა და იტალიელ ლეგენდას შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

დელ პიეროს გუნდის მენეჯმენტში მნიშვნლეოვანი როლის ჩაბარება უნდა, კრისტიანო ჯუნტოლის გუნდში კი ამ მომენტისთვის არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

Tuttosport-ის ცნობით, მომავალში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ მომენტში დელ პიეროს იუვენტუსში დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.