TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ ტურინმა მე ყველაფერი მომცა“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ Rai 1-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჯანი ანიელი ? ის ყველა ასპექტში შესანიშნავი, უნიკალური ადამიანი იყო, მისი როლი იუვენტუსში, გუნდის განვითარებაში წარმოუდგენელი იყო, მან გუნდის შესახებ ყველა დეტალი იცოდა იმის მიუხედავად, რომ სხვა უამრავი საქმეც ჰქონდა.

„ტურინი ? ტურინმა მე მომცა ყველაფერი, მათ შორის შესაძლებლობა, ჩემი მეუღლე სონია მეპოვნა. ორივე ჩვენგანი ძალიან უბრალო ოჯახებიდან მოვდივართ, ჩვენ ჩვენი თავგადასავალი ერთად დავიწყეთ და ახლა 3 შვილი გვყავს.

„საუკეთესო გოლები ? ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ მე ორს გამოვარჩევდი: პირველი მათგანი 1994 წლის 4 დეკემბერს ფიორენტინას კარში გავიტანე, ჩვენ ის მატჩი 3-2 მოვიგეთ და 9-წლიანი პაუზის შემდეგ, იუვემ პირველი სკუდეტო მოიპოვა.

„მეორე გოლი კი ტურინში, ატალანტას კარში. ეს იუვენტუსის სტადიონზე ჩემი უკანასკნელი გოლი იყო, რის შემდეგაც იუვენტუსს დავემშვიდობე, ეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ? ეს მთვარეზე მოგზაურობას ჰგავდა. ჩვენ ძლიერი გუნდი ვიყავით და ერთ ოცნებას ვიზიარებდით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !