TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ იუვენტუსში გადასვლა სრული სიგიჟე იყო…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რა გრძნობა იყო იუვენტუსში გადასვლა ? ეს სრული სიგიჟე იყო, სიმართლე რომ გითხრათ, მე შეშინებული ვიყავი. 18 წლის ასაკში გასახდელში შესვლა, სადაც უამრავი ჩემპიონი იყო, რომლებსაც შენ ტელევიზორში უყურებდი, მარტივი არ ყოფილა.

„მე გამიმართლა, რადგან დიდებული თანაგუნდელები მყავდა, ისინი მე ძალიან თბილად შემხვდნენ და მეხმარებოდნენ. მე მათ დიდ პატივს ვცემდი იმ ყველაფრისთვის, რაც მათ იუვენტუსისთვის გააკეთეს.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები ? ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, ახლა უფრო მეტი ფეხბურთელია, ვისაც ერთი ერთზე თამაში და რისკზე წასვლა უყვარს. იამალის და ილდისის მსგავსი ფეხბურთელების ყურება ძალიან სასიამოვნოა.

„როგორ დავახასიათებდი ერთი სიტყვით საკუთარ თავს ? ვნებიანი, ეს არის თვისება, რომელიც არა მარტო ფეხბურთში, არამედ სხვა ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !