TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ იუვენტუსი სასტარტო თერთმეტეულზე უნდა ჩამოყალიბდეს“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ბიანკონერის რიგებში გაუთავებელი როტაცია გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, გაუთავებელი როტაცია გუნდს ვნებს. შენ შესაძლოა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას მატებდე, თუმცა ამავდროულად იდენტობას კარგავ, რადგან ყველა ფეხბურთელს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს.

„ამ მომენტისთვის ფორვარდები, რომლებმაც შეხვედრები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, თავი ვერ წარმოაჩინეს და სათადარიგოთა სკამიდან ჩართული ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდს გარკვეული პრობლემები უნდა შეექმნას, რაც ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს და ეს მათ უკეთ თამაშისკენ უბიძგებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !