TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერო:“ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ფერარივით უნდა იყოს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ, ვისაც მონცას გრან პრის დასრულების პატივი ხვდა წილად, დღევანდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„ეს სეზონის საინტერესო პერიოდია, გუნდები ცდილობენ ტემპი დაიბრუნონ. ვფიქრობ, წინ ძალიან კარგი სეზონი გველოდება.

„დღეს შესანიშნავი მატჩი გველოდება, დიდი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე გუნდებს შორის, მათ სათავეში ორი ძალიან კარგი მწვრთნელი უდგათ, რომლებიც თანაგუნდელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ.

„იუვენტუსს გამარჯვების შემთხვევაში სეზონის იდეალური სტარტი გამოუვა, სკუდეტოს მოგების მთავარ კანდიდატად კი კვლავ ინტერი მიმაჩნია, მათ თავისი ძალა ატალანტას წინააღმდეგაც აჩვენეს.

„ჩემპიონთა ლიგა ? ახალი ფორმატი ძალიან მომწონს. წინ ძალიან კარგი შეხვედრები გველოდება, იუვენტუსი ფერარისავით უნდა იყოს და თითოეულ მატჩში ბოლომდე იბრძოლოს.“