დელ პიერო:“ იტალია კონკურენტებს ძალიან ბევრ ასპექტში ჩამორჩება“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იტალიის კრახი ? ბოლო დღეებში თითოეული ჩვენგანი უდიდეს იმედგაცრუებას, წუხილს, სიბრაზეს და ნეგატიურ ემოციებს განვიცდით. პირველად მუნდიალის გამოტოვება შოკი იყო, მეორედ კოშმარი, ახლა კი უბრალოდ სირცხვილია.
„ბრალეულობა ? ყველაფერს FIGC-ს პრეზიდენტს ან სხვა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ვერ დავაბრალებთ, პრობლემა სისტემურია, ჩვენ ძალიან ბევრ კომპონენტში უკან ვართ. მაგალითისთვის, საფრანგეთი და გერმანია ძალიან ბევრ ასპექტში ჩვენზე გაცილებით წინ არიან. ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები ახალგაზრდულ ფეხბურთში და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ თითის სხვებისკენ გაშვერას თავი უნდა დავანებოთ და გამოსავალი ერთად მუშაობით ვიპოვნოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
