TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ ილდისს უნდა, იუვენტუსის სიმბოლო გახდეს და ამისთვის ყველაფერი აქვს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი – მილანი ? მე ძალიან კარგი შეხვედრის მოლოდინში ვარ. ჯერ სეზონის სტარტზე ვართ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამწყვეტი მატჩია, მაგრამ ორივე გუნდისთვის ხვალინდელი დაპირისპირება კარგი ტესტი იქნება, რომ თავიანთი ძლიერი მხარეები და ამბიციები წარმოაჩინონ.

„ორივე გუნდი ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და შეუძლიათ, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ.

„როტაცია ? დღევანდელ ფეხბურთში, როდესაც თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გიწევს, როტაციის გარეშე შორს ვერ წახვალ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია და ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად ხვდებიან, უფრო კარგად თამაშობენ. საჭიროა, მწვრთნელმა საჭირო ბალანსი იპოვნოს.

„მილანი სკუდეტოს ფავორიტი ? მილანს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რაბიო, მოდრიჩი, ლეაუ, სალემაკერსი და სხვები, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ როსონერი კვირაში ერთ მატჩს ატარებს, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

„ილდისი ? მას ჩემი რჩევა არ ჭირდება. კენანი ძალიან მოტივირებულია, უნდა გახდეს უვენტუსის სიმბოლო და ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ტალანტი, მონდომება და ხასიათი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !