დელ პიეროს კანდიდატურა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაზე მოიაზრება
არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალექს დელ პიერომ შესაძლოა გაბრიელე გრავინა ჩაანაცვლოს და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.
FIGC-ს არჩევნები 2025 წლის მარტში გაიმართება და ამ მომენტისთვის გრავინა ფავორიტია, თუმცა თუ დელ პიერომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მას ფედერაციის წევრებისა და გუნდების დიდი მხარდაჭერა ექნება და სავარაუდოდ გაიმარჯვებს კიდეც.
მირკო ნიკოლინოს ცნობით, დელ პიეროს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.