დელ პიერო:“ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის კარგი შესაძლებლობაა“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის სტუდიაში რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„იუვე – რომას დაპირისპირება ჩემ დროს ? ეს ყოველთვის გამორჩეული შეხვედრა იყო, დელ პიერო ტოტის წინააღმდეგ, მეორე გუნდის ათიანი, რომელთანაც წლები მეგობრობა და პაექრობა მაკავშირებდა.
„ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, ტრადიციები, მეტოქეობა და საერთო ვნება, რადგან ტურინის მსგავსად რომში გუნდის მიმართ უდიდესი სიყვარულია.
„დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომამ სეზონი კარგად დაიწყო და ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნა აქვს, იუვენტუსი კი თავის მხრივ სტარტზე არც თუ ისე სტაბილური იყო, ახლა კი გუნდი გაცილებით უკეთ გამოუყირება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის არის შესაძლებლობა, რომ თავიანთი ამბიციები მოედანზე აჩვენონ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
