დელ პიერო:“ ეს გუნდი იუვენტუსის სულისკვეთებას ვერ აჩვენებს, მოტას გადაწყვეტილებები გაუგებარია…“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ფიორენტინასთან სამარცხვინო მატჩი შეაფასა.
„მე იუვენტუსთან დიდი ემოციური კავშირი მაქვს, ამიტომ ასეთი რთული მომენტის შეფასება მიჭირს. ყველაზე ცუდი ფაქტი არის ის, რომ იუვენტუსმა მეტოქის შეტევებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რაც გუნდის ისტორიულ სულისკვეთებასა და DNA-ს ეწინააღმდეგება.
„მოტა ? გაუგებარია, თუ რატომ შეიყვანა მან მოედანზე 3 მცველი მაშინ, როდესაც გუნდი 3 ბურთით აგებდა.“